ახალი ამბები

კორონავირუსი: 25 გარდაცვლილი და 2012 ახალი შემთხვევა – 29 დეკემბერი

29 დეკემბერი, 2020 • 1221
კორონავირუსი: 25 გარდაცვლილი და 2012 ახალი შემთხვევა – 29 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2012 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 25 პაციენტი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 638 ადამიანი.

რაც შეეხება ტესტირებას, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 451 ტესტირება, მათ შორის, 8 313 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 138 -PCR ტესტით.

ახალი 2012 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 837
  • აჭარა – 125
  • იმერეთი – 367
  • ქვემო ქართლი – 132
  • შიდა ქართლი – 144
  • გურია – 31
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 155
  • კახეთი – 147
  • მცხეთა-მთიანეთი – 34
  • სამცხე-ჯავახეთი – 28
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 735, საიდანაც 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 570, აჭარაში – 488, იმერეთში – 1 055. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში – 513, აჭარაში – 101, იმერეთში – 209.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში – 188, აჭარაში – 29, იმერეთში – 52. 1 287 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 478- თბილისში, 569 – აჭარაში, 92 – იმერეთში. 5 968 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 224 155 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 208 951 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 443 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი