ახალი ამბები

ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს”, სავარაუდოდ, ტოვებს

28 დეკემბერი, 2020 • 925
ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს”, სავარაუდოდ, ტოვებს

დღეს დილიდან გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია “ევროპულ საქართველოს” ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

“ნეტგაზეთმა” აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება თავად ხოშტარიასთან სცადა. ჩვენს კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ “ევროპულ საქართველოს” ტოვებს”, მან ეს ცნობა არც უარყო და არც დაადასტურა და გვიპასუხა, რომ განცხადებას დღეს, 28 დეკემბერს, გააკეთებს.

“3-ზე მივდივარ პარტიაში, შეხვედრა მაქვს და მერე გავაკეთებ განცხადებას”, — მოგვწერა ხოშტარიამ.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება “ევროპულ საქართველოშიც” ვცადეთ, სადაც გვითხრეს, რომ ვერაფერს დაგვიდასტურებენ.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარია “ევროპული საქართველოს” დატოვებასა და “გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესთან თანამშრომლობას გეგმავდა. თუმცა 8 დეკემბერს აღნიშნული ინფორმაცია ხოშტარიამ უარყო და “აბსოლუტური აბსურდი” უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი