ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსმა სამხედროებმა ახალი მავთულხლართები გაავლეს, ამჯერად ენგურთან

28 დეკემბერი, 2020 • 1692
რუსმა სამხედროებმა ახალი მავთულხლართები გაავლეს, ამჯერად ენგურთან

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, “მიმდინარე წლის 26-27 დეკემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბროდერიზაციის პროცესი. საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე, მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები”.

როგორც უწყებაში აცხადებენ, “საოკუპაციო ძალების აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”.

სუს-ის ინფორმაციითვე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი