ახალი ამბები

საოკუპაციო ძალები სოფელ ყარაფილასთან უკანონო ბორდერიზაციას ახორციელებენ: სუსი

1 სექტემბერი, 2020 • 1056
საოკუპაციო ძალები სოფელ ყარაფილასთან უკანონო ბორდერიზაციას ახორციელებენ: სუსი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროები უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, პირველ სექტემბერს გაავრცელა.

უწყების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

“აღნიშნული წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის უსაფრთხოების გარემოს. ინფორმაცია საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო ქმედების თაობაზე ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”, – აღნიშნავს სუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი