ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ნიკოლ – მოღალატე!” – ერევანში ოპოზიციის აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

28 დეკემბერი, 2020 • 684
“ნიკოლ – მოღალატე!” – ერევანში ოპოზიციის აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

სომხური მედიის ცნობით, დღევანდელ, 28 დეკემბრის ანტისახელისუფლებო ქციაზე ერევანში, რომელიც პარლამენტის სხდომის პარალელურად ტარდება, პოლიციასთან დაპირისპირების გამო რვა მოქალაქე დააკავეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად ერევნის ქუჩებში მსვლელობა გამართეს, შეძახილებით “ნიკოლი მოღალატეა”.

ქვეყნის ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერები პრემიერ ნიკოლ ფაშინიანისა და ამჟამინდელი მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს პერიოდულად მართავენ.

ერევანში საპროტესტო აქციები 10 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას ცეცხლის შეწყვეტაზე, მთიანი ყარაბაღის რაიონების აზერბაიჯანისთვის გადაცემასა და რუსი სამშვიდობოების ყარაბაღში განთავსებაზე.

ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მალევე დააანონსა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები და პრემიერის პოსტზე ყოფილი პრემიერის, ვაზგენ მანუკიანის კანდიდატურაც წარმოადგინა.

ფაშიანიანის გადადგომას ითხოვდნენ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები და სომხური ეკლესიაც.

ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ იკავებს. მან 2018 წლის არჩევნებში ხმების 80%-ზე მეტი მიიღო.

ფაშინიანი: მზად ვარ პოსტი დავტოვო, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

მასალების გადაბეჭდვის წესი