ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში კიდევ ერთი შეტაკება მოხდა, არის მსხვერპლი | აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

28 დეკემბერი, 2020 • 1305
ყარაბაღში კიდევ ერთი შეტაკება მოხდა, არის მსხვერპლი | აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთიან ყარაბაღში, ჰადრუთის/ხოჯევანდის რაიონში აზერბაიჯანელ სამხედროებსა და “უკანონო სომხურ შეიარაღებულ ჯგუფს შორის” შეიარაღებული შეტაკება გუშინ, 27 დეკემბერს, დაახლოებით 15:30 საათზე მოხდა.

სამინისტროს ცნობით, შეტაკების შედეგად დაიჭრა ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო და დაიღუპა 7, მათ შორის 1 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი და 6 სომეხი შეიარაღებული პირი, რომლებიც ოფიციალურ ერევანს არ წარმოადგენენ.

“თუ მსგავსი შემთხვევა კვლავ განმეორდება, აზერბაიჯანული არმია მიიღებს ყველა საჭირო ზომას”, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, ჰადრუთის/ხოჯევანდის რაიონში კვლავ რჩებიან სომხური გასამხედროებული ჯგუფები, რომლებიც ერევნისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. დეკემბრის თვეში აზერბაიჯანელ სამხედროებსა და სომეხ გასამხედროებულ ჯგუფს შორის შეტაკება მოხდა ჰადრუთის/ხოჯევანდის რაიონის სოფელ ხწაბერდში/ჩაილაქალაში, რის შედეგადად 62 სომეხი სამხედრო პირი ტყვედ ჩავარდა. აღნიშნული სოფელი თავდაპირველი შეთანხმებით [რუკით] აზერბაიჯანული კონტროლის ქვეშ ექცეოდა, თუმცა ომის დასრულების შემდეგ, მას კვლავ აკონტროლებდნენ სომეხი მებრძოლები. საბოლოოდ, ალყისა და სამხედრო ოპერაციის შედეგად, სოფელსა და მიმდებარე ტერიტორიებზე კონტროლი აზერბაიჯანულმა მხარემ მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი