ახალი ამბები

საიას ახალი თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

27 დეკემბერი, 2020 • 1207
საიას ახალი თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ორგანიზაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება გაუგრძელდა ამჟამინდემ თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს. ამის შესახებ ინფორმაცია საიამ დღეს, 27 დეკემბერს გაავრცელა.

ორგანიზაციის ცნობით, თამჯდომარე ერთი წლით ვადით აირჩევა, და მისი არჩევა შესაძლებელია ზედიზედ არაუმეტეს სამჯერ. სულხან სალაძეს თამჯრომარედ არჩევის შესაძლებლობა ამოეწურა, რის გამოც ახალი თავმჯდომარის ასარჩევად დღეს გამგეობის სხდომა გაიმართა.

“ორგანიზაციის წესდების თანახმად, სხდომის ჩატარებამდე განსაზღვრული ვადით ადრე, თავმჯდომარეობის კანდიდატებად მიხეილ ჯახუა და ვახუშტი მენაბდე დასახელდნენ. კანდიდატებმა გამგეობას წარუდგინეს ორგანიზაციის განვითრების საინტერესო ხედვები, რომლის გაცნობის შემდგომ, გაიმართა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ეტაპი. დასახელებულმა კანდიდატებმა აჩვენეს მაღალი პროფესიონალიზმი და ამომწურავად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს”, – წერია განცახდებაში.

საიას ცნობით, გამგეობის ხმები ორ კანდიდატს შორის გადანაწილდა და დღევადელი სხდომის შედეგად ახალი თანმჯდომარე ვერ აირჩიეს. ორგანიზაციის ცნობით, ისინი უახლოეს მომავალში განაგრძობენ ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას, მანამდე კი უფლებამოსილება მოქმედ თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს უგრძელდება.

ახალი თავმჯდომარის ასარჩევად გამგეობის სხდომა 17 დეკემბერსაც ჩატარდა, თუმცა ოთხი კანდიდატიდან ვერც ერთმა შეძლო ხმების უმრავლესობის მოპოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი