ახალი ამბებირეკლამა

რაგბის კავშირის არჩევნები 30 დეკემბერს გაიმართება

27 დეკემბერი, 2020 • 1643
რაგბის კავშირის არჩევნები 30 დეკემბერს გაიმართება

დღეს, რაგბის კავშირში გამგეობის სხდომა უნდა შემდგარიყო, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, რაგბის კავშირის განმეორებითი არჩევნების გადადებაზე უნდა ემსჯელა. გამგეობის სხდომა არ შედგა, რაც იმას ნიშნავს რომ 30 დეკემბერს არჩევნები ჩატარდება. რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: ლაშა ხურციძე, გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე.

გოჩა სვანიძე რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტია. 2015 წლის არჩევნებში გია ნიჟარაძის გუნდსა (რომელშიც შედიოდა გოჩა სვანიძე) და ირაკლი აბუსერიძის გუნდს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო, რამაც არჩევნების ჩაშლა განაპირობა. ბოლო ინფორმაციით მხარეებს შორის დაძაბულობა აღარ არსებობს და საარჩევნო სამზადისი მშვიდობით მიმდინარეობს.

ლაშა (ბაჩო) ხურციძე გიორგი ნიჟარაძის გუნდის წევრია. ლაშა გოჩას პრეზიდენტობის დროს რაგბის კავშირში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ თანამდებობაზე იყო და მას მაღალი მიღწევების მენეჯმენტი ევალებოდა. როგორც ჩანს ლაშას და გოჩას შორის კვლავაც არის დაპირისპირება, რადგან ბოლო საპრეზიდენტო მარათონის ეთერში ლაშამ გოჩა ცუდ მენეჯმენტში დაადანაშაულა. 

ირაკლი აბუსერიძე (აბუ) საქართველოს ნაკრების ჰავბეკი (9 ნომერი) და კაპიტანი იყო. 2015 წლის არჩევნებზე კანდიდატურა აბუსაც ქონდა წარდგენილი, მაგრამ გია ნიჟარაძის გუნდთან დაპირისპირების ჩასახშობად მან კანდიდატურა მოხსნა. 

 არჩევნები ლოკომოტივის ბაზაზე 13:00 საათზე გაიმართება.


სტატიას რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი