ახალი ამბები

მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

27 დეკემბერი, 2020 • 1179
მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციის მაღალჩინოსანს თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ონფორმაცია ჟურნალსიტებს საქმის პროკურორმა, მანანა თანდაშვილმა დაუდასტურა.

“პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა”, – განაცხადა საქმის პროკურორმა, მანანა თანდაშვილმა.

დაცვის მხარე სასამართლოს მხრიდან ვანო ზანდარაშვილის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ადვოკატის, არჩილ ბერიანიძის თქმით, ისინი განჩინების გაცნობის შემდეგ გასაჩივრებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ასევე, მისი განმარტებით, საქმეში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, მათ მიაჩნიათ, რომ შესაძლებელი იყო ზანდარაშვილისთვისსთვის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდება.

ზანდარაშვილს ბრალი განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე პროკურტურამ დღეს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თელავის საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს: დაკავებულია პოლიციის უფროსის მოადგილე

მასალების გადაბეჭდვის წესი