ახალი ამბები

თელავის საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს: დაკავებულია პოლიციის უფროსის მოადგილე

26 დეკემბერი, 2020 • 1328
თელავის საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს: დაკავებულია პოლიციის უფროსის მოადგილე

პროკურატურამ კახეთში, სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა. შემთხვევა 26 დეკემბერს, საღამოს საათებში მოხდა. “რეგინფოს” თანახმად, მოკლულია ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ ჩაიდინა მკვლელობა.  შემთხვევის ადგილზე, ასევე ურთიერთშელაპარაკებისას, ხელის არეში დაიჭრა კიდევ ერთი პირი.

განცხადების თანახმად, სამართალდამცავებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფოტოზე: ზურაბ საჩიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი