ახალი ამბები

პაატა იმნაძე შესაძლო სრული ლოქდაუნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს – პირველი არხი

27 დეკემბერი, 2020 • 1170
პაატა იმნაძე შესაძლო სრული ლოქდაუნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს – პირველი არხი

დაავადებათა კონტორლის ეოვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე “პირველ არხთან” უარყოფს ინფორმაციას, რომ საქართველოში შესაძლოა დროებით შეჩერდეს ავტომობილებით გადაადგილება და სრული ლოქდაუნი გამოცხადდეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, იმნაძე განმარტავს, რომ შეზღუდვები ორთვიანი გეგმის მიხედვით განოხრციელდება:

“მსგავსი არაფერი განიხილება, ვრცელდება ჭორები და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ადამიანია, რომელიც ჭორების გავრცელებით არის დაკავებული და დაახლოებით, ასეთი პრინციპით არის, რაც უარესი მით უკეთესი. არაფერი არ განიხილება მსგავსი. განიხილება ის, რაც იყო გამოცხადებულია თავიდან, საუბარია ორ თვიან გეგმაზე. ყველაფერი გაკეთდება ამ გეგმის მიხედვით”, – განაცხადა იმნაძემ “პირველი არხის” ცნობით.

შესაძლო სრული ლოქდაუნის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “ფორმულამ” 25 დეკემბერს გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი