ახალი ამბები

ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

27 დეკემბერი, 2020 • 1019
ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური პრესა ავრცელებს.

Euronews-ის ცნობით, ვაქცინიაციის პროცესი რისკჯგუფებსა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებით დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, ჩეხეთში, გერმანიაში, უნგრეთში, სლოვაკეთში და იტალიაში.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლიენმა ევროპის ქვეყნებში ვაქცინის ჩატანის შესახებ განცხადება გუშინ, 26 დეკემებრს გააკეთა. Twitter-ის საკუთარ გვერდზე ლიენმა დაწერა, რომ ვაქცინაციის პროცესი დღეს, 27 ნოემბერს დაიწყებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი