ნეტგაზეთი | მოქალაქეები მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვებსა და საჭირო ნივთებს აგროვებენ მოქალაქეები მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვებსა და საჭირო ნივთებს აგროვებენ – Netgazeti
RU | GE  

მოქალაქეები მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვებსა და საჭირო ნივთებს აგროვებენ

თბილისში, რუსთაველის მეტროსადგურთან, ცხოველთა უფლებადამცველები მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვებს აგროვებენ.

აქტივისტებმა ეს ინიციატივა სამი წლის წინ წამოიწყეს. ერთ-ერთი ორგანიზატორის, თიკო კვალიაშვილის თქმით, პანდემიის მიუხედავად, ადგილზე მრავალმა მოქალაქემ უკვე დატოვა წამლები და ცხოველებისთვის საჭირო სხვა ატრიბუტები.

საკვები, რომელიც მოქალაქეებმა მიუსაფარი ცხოველებისთვის მიიტანეს. ფოტო: თიკო კვალიაშვილი

“აღნიშნული აქცია აერთიანებს ცხოველთა მოყვარულ მოქალაქეებს.

ადამიანებს მოაქვთ საფენები, საკვები და ყველაფერი ის, რაც ცხოველებს სჭირდებათ. შემდეგ ამ ყველაფერს საქართველოს მასშტაბით ვანაწილებთ იმ ადამიანებთან, ვისაც ჰყავს ან ზრუნავენ ცხოველებზე სახლის გარეთ.

წელს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ამ აქციისადმი, ვინაიდან პანდემიამ ცხოველები მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო”, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

მოქალაქეებს აქციაში მონაწილეობა  18:00-მდე შეუძლიათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან