ახალი ამბები

თბილისის მერიას 400 ათასი ლარი გამოეყოფა საახალწლო კონცერტებში კულტურის მუშაკების დასასაქმებლად

25 დეკემბერი, 2020 • 1200
თბილისის მერიას 400 ათასი ლარი გამოეყოფა საახალწლო კონცერტებში კულტურის მუშაკების დასასაქმებლად

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, თბილისის მერიას 400 ათასი ლარი გამოეყოფა იმისთვის, რომ საახალწლო კონცერტებში კულტურის მუშაკები დაასაქმოს.

თურნავამ სხდომაზე განაცხადა, რომ საბჭომ დღევანდელ შეხვედრაზე იმ მუსიკოსების შესახებაც იმსჯელა, ვისთვისაც კორონავირუსი გამოწვევაა.

მან განმარტა, რომ პანდემიამდე პერიოდში ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, ახლა კი ეს შესაძლებლობა და შემოსავლის წყარო აღარ აქვთ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება და ქალაქ თბილისის მერიას გამოეყოფა 400 ათასი ლარი ასიგნება, იმისთვის, რომ მან ჩართოს თავის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, მუსიკოსები, ვინც სხვაგვარად ამ შესაძლებლობას მოკლებული არიან“, – ამბობს ის.

თურნავამ ასევე ისაუბრა იმ საახალწლო ღონისძიებებზე, რომელსაც მერია დისტანციურად გეგმავს და თქვა – „ვფიქრობთ, რომ ძალიან სწორი და კარგი, დროული გადაწყვეტილებაა, რომელიც კულტურის ბევრ მოღვაწეს გაუხარდება,“


სხვა წლების მსგავსად, თბილისის მერია წელსაც გეგმავს, რომ საახალწლოდ დედაქალაქში სხვადსხვა ღონისძიებები გამართოს. დახარჯულ თანხაში ასევე შედის 491 000-ლარიანი კონცერტი, რომელსაც მაყურებელი ვერ დაესწრება და მხოლოდ პირდაპირ ეთერში გადასცემენ.

ვრცლად:

მერია ნაძვის ხის ტოტების გადაკეთებასა და გირლანდების ყიდვაში ₾195 800-ს იხდის

მასალების გადაბეჭდვის წესი