ახალი ამბები

კორონავირუსი: 37 გარდაცვლილი და 1881 ახალი შემთხვევა – 25 დეკემბერი

25 დეკემბერი, 2020 • 1293
კორონავირუსი: 37 გარდაცვლილი და 1881 ახალი შემთხვევა – 25 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 881 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 551 ადამიანი.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 655 კვლევა ტესტით, მათ შორის, 6 747 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 908- PCR ტესტით“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 863
  • აჭარა – 97
  • იმერეთი – 259
  • ქვემო ქართლი – 168
  • შიდა ქართლი – 145
  • გურია – 35
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 112
  • კახეთი – 108
  • მცხეთა-მთიანეთი – 54
  • სამცხე-ჯავახეთი – 29
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 165, საიდანაც 5 969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 687, აჭარაში – 584, იმერეთში – 1 196.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში – 522, აჭარაში – 121, იმერეთში – 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 64, იმერეთში – 74. 1 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 – თბილისში, 668 – აჭარაში, 112 – იმერეთში. 12 654 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

ამ ეტაპზე საკარანიტნო სივრცეში მოთავსებულია 396 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება  38 693.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 218 724 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 196 220 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 313 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი