ახალი ამბები

აფეთქება ახალციხეში, რესტორნის სარდაფში – არიან დაშავებულები

24 დეკემბერი, 2020 • 1409
აფეთქება ახალციხეში, რესტორნის სარდაფში – არიან დაშავებულები

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებულ უმოქმედო რესტორნის სარდაფში აფეთქება მოხდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში განმარტეს, რომ პირველადი ინფორმაციით აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. მომხდარის შედეგად შენობა ნაწილობრივ დაზიანდა და ამ დროის მონაცემებით დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც მაშველებმა შენობიდან გამოიყვანეს.

ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კორპუსი ევაკუირებულია და შენობის საცხოვრებელი ნაწილიდან გამოყვანილია 12 ოჯახი. ამ დროისთვის სამუშაოები გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი