ახალი ამბები

კორონავირუსი: 51 გარდაცვლილი და 2 345 შემთხვევა – 23 დეკემბერი

23 დეკემბერი, 2020 • 1151
კორონავირუსი: 51 გარდაცვლილი და 2 345 შემთხვევა – 23 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

უწყების თქმითვე, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 457 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 359 კვლევა ანტიგენის ტესტით, 6 098 კი – PCR ტესტით“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მთავრობა ამბობს, რომ ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 017
  • აჭარა – 139
  • იმერეთი – 429
  • ქვემო ქართლი – 157
  • შიდა ქართლი – 192
  • გურია – 16
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 146
  • კახეთი – 158
  • მცხეთა-მთიანეთი – 43
  • სამცხე-ჯავახეთი – 34
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 644, საიდანაც6 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 781, აჭარაში – 655, იმერეთში – 1 287.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 082 პირი, მათ შორის, თბილისში – 529, აჭარაში – 123, იმერეთში – 231. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში – 208, აჭარაში – 41, იმერეთში – 86. 1 600 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 591 – თბილისში, 721 – აჭარაში, 115 – იმერეთში. 12 774 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის“,- ვკითხულობთ მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 455 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება – 39 672.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 214 871 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 191 968 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 233 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი