ახალი ამბები

რუსეთში იმუნიტეტით ექსპრეზიდენტებიც ისარგებლებენ – ახალი კანონი

22 დეკემბერი, 2020 • 1049
რუსეთში იმუნიტეტით ექსპრეზიდენტებიც ისარგებლებენ – ახალი კანონი

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც სასამართლო იმუნიტეტი რუსეთის ექსპრეზიდენტებსა და მათ ოჯახებზეც გავრცელდება. ინფორმაციას Ria Novosti ავრცელებს.

ახალი კანონის მიხედვით, სახელმწიფოს ხელმძღვანელი თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ ისარგებლებს სასამართლო იმუნიტეტით, შესაბამისად, შეუძლებელი იქნება მის წინააღმდეგ სისხლის ან ადმინისტრაციული სამართლის საქმის წარმოება, დაკავება, დაკითხვა ან მასზე ძებნის გამოცხადება.

კანონი ვრცელდება ყოფილი პრეზიდენტების მიერ დაკავებულ საცხოვრებლებზე, ოფისებზე, მანქანებზე, კომუნიკაციებზე, დოკუმენტებზე, ბარგსა და მიმოწერაზეც.

რუსული კანონმდებლობის მიხედვით, მიღებული კანონი სრულ თანხვედრაშია რუსეთის კონსტიტუციის შესწორებებთან. ახალი კანონით მინიჭებული გარანტიების გაუქმება შეეძლება მხოლოდ ფედერალურ საბჭოს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო დუმა მიმართავს მას ყოფილი პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ღალატისა ან მსგავსი მძიმე დანაშაულის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი