ახალი ამბები

სასტუმროების რესტორნები მხოლოდ 21:00-მდე იმუშავებენ – მთავრობა

22 დეკემბერი, 2020 • 986
სასტუმროების რესტორნები მხოლოდ 21:00-მდე იმუშავებენ – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დღეს, 22 დეკემბერს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ სასტუმროებში არსებული რესტორნები 21:00 საათამდე იმუშავენ, ამის შემდეგ კი მხოლოდ ნომერში მომსახურეობა იქნება დაშვებული. ამას გარდა, რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით ისევ მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ.

“დღეის მდგომარეობით, სათხილამურო კურორტების გარდა, დაშვებული იყო ქვეყნის მასშტაბით სასტუმროების ფუნქციონირება და მასთან ერთად ამ სასტუმროების მუშაობაც მხოლოდ სასტუმროების სტუმრებისთვის. თუმცა თითოეული ჩვენგანი ხედავს, რომ სასტუმროები, ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ, გვერდი აუარონ ამ აკრძალვას. ჰქონდათ მცდელობა, რომ გვერდი აევლოთ კულტურული და გასართობი ღონისძიებების აკრძალვისთვის და სასტუმროები მასიურად გვთავაზობენ სადღესასწაულო სუფრების გამართვას. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი”, – აცხადებს ცქიტიშვილი. 

რომელი შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბერს და რომელი რჩება ძალაში

მასალების გადაბეჭდვის წესი