ახალი ამბები

ბოლნისში გამწვანებული ადგილიდან ნაძვი მოჭრეს და მოიპარეს

22 დეკემბერი, 2020 • 895
ბოლნისში გამწვანებული ადგილიდან ნაძვი მოჭრეს და მოიპარეს

ბოლნისის მერიის ინფორმაციით, მერაბ კოსტავას ქუჩაზე “ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურის“ მიერ დარგული ქართული, ვერცხლისფერი ნაძვის ხე უცნობმა პირმა/პირებმა მოჭრეს და მოიპარეს. როგორც მერია აცხადებს, აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და წარმოადგენს დანაშაულს.

“თითოეულ მოქალაქეს ნათლად უნდა ესმოდეს, რომ მერია და მისი შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურად ჩვენი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის იერსახის გალამაზებისთვის აქტიურად მუშაობენ. ყველანი ერთად ვდილობთ ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიამოვნო, კომფორტული და ჯანსაღი გარემო შევქმნათ, ამ პროცესში კი უმნიშვნელოვანესია თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს მისი სამოქალაქო ვალი, რომელიც საჯარო სივრცეში არსებული ნარგავებისა და ინფრასტრუქტურის მოფრთხილებას ითვალისწინებს”, – აცხადებს ბოლნისის მერია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ფაქტს ვანდალიზმს უწოდებს და აღნიშნავს, რომ უკვე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება

მუნიციპალიტეტის ცნობით, “მრავალწლიანი ნარგავების დაზიანება არასდროს დარჩება რეაგირების გარეშე”

მასალების გადაბეჭდვის წესი