ახალი ამბები

კორონავირუსი: 42 გარდაცვლილი და 3 064 ახალი შემთხვევა – 22 დეკემბერი

22 დეკემბერი, 2020 • 774
კორონავირუსი: 42 გარდაცვლილი და 3 064 ახალი შემთხვევა – 22 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 0 64 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 740 ადამიანი.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 007 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 288 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 719- PCR ტესტით“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 212 526 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 188 408 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 182 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი