ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსმა” მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს მიმართა

21 დეკემბერი, 2020 • 1116
“პატრიოტთა ალიანსმა” მანდატების გაუქმებაზე პარლამენტს მიმართა

“პატრიოტმა ალიანსმა” მანდატების გაუქმების შესახებ პარლამენტში განცხადება შეიტანა. აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გოჩა თევდორაძემ დაუდასტურა.

თევდორაძის თქმით, პარტიას საარჩევნო სიის ანულირების მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არ მიუმართავს, რადგან სიის 132-ვე წევრმა დაწერა განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი პარლამენტში არ შევლენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, “პატრიოტთა ალიანსმა” 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე 3.14% მიიღო და 4 საპარლამენტო მანდატი ერგო.

მასალების გადაბეჭდვის წესი