ახალი ამბები

კულტურის მინისტრობას თუ შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები — წულუკიანი

21 დეკემბერი, 2020 • 1483
კულტურის მინისტრობას თუ შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები — წულუკიანი

იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ამბობს, რომ თუ კულტურის მინისტრობას შესთავაზებენ, სერიოზულად დაფიქრდება. ამის შესახებ მან “ფორმულას” განუცხადა.

მისი თქმით, კულტურის სამინისტროს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსგან გამოყოფის საკითხი სამთავრობო ხედვა უნდა იყოს და არა დეპუტატის ინიციატივა.

“ჯერ მოხდეს სტრუქტურული ცვლილებები და მერე ვიმსჯელოთ. თუ შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები, როგორც ყველა სერიოზულ შემოთავაზებაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ კულტურის სფერო, რაც ორი სამინისტრო და უფრო მეტიც გაერთიანდა, თითქოს ის ინტერესები, რაც არის დასაცავი, ჩაიკარგასავით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ყოფილა მსჯელობა, როგორ გამოვასწოროთ ეს”, — განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში მსჯელობენ კულტურის სამინისტროს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსგან გამოყოფაზე.

კულტურის სამინისტრო 2018 წელს შეუერთდა განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი