ახალი ამბები

მდინარაძე ადასტურებს, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფაზე მსჯელობენ

21 დეკემბერი, 2020 • 1179
მდინარაძე ადასტურებს, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე გამოყოფაზე მსჯელობენ

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში მსჯელობენ კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსგან.

მისი თქმით, ამის შესახებ მსჯელობა ახლა არ დაწყებულა და უკვე დიდი ხანია ეს პროცესი მიმდინარეობს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრის პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ, მათ შორის, ყოფილ იუსტიციის მინისტრს და ამჟამად პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის თავმჯდომარეს თეა წულუკიანს და ამავე კომიტეტის წევრ ელისო ბოლქვაძეს.

თუმცა, როგორც მდინარაძე ამბობს, ჯერ ნაადრევია კონკრეტულ პირებზე საუბარი.

“დაგიდასტურებთ, მსგავს საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა არის, ოღონდ ერთი განსხვავებით […] კონკრეტული გდაწყვეტილება ამაზე ჯერ მიღებული არ არის. როდესაც კონკრეტული გადაწყვეტილება უწყებასთან დაკავშირებით არ არის მიღებული,  ჯერ ძალიან ზედმეტია უკვე აქ კონკრეტულ პირებზე საუბარი”, — განაცხადა მდინარაძემ.

კულტურის 2018 წელს შეუერთდა სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი