ახალი ამბები

ტერორისტულ აქტებზე არიან წამსვლელები — ვოლსკი ენმ-სა და “ევროპულ საქართველოზე”

21 დეკემბერი, 2020 • 1273
ტერორისტულ აქტებზე არიან წამსვლელები — ვოლსკი ენმ-სა და “ევროპულ საქართველოზე”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” ტერორისტულ აქტებზეც არიან წამსვლელები.

ასე გამოეხმაურა ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ გამორიცხული არაა, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთად მოქმედებდნენ.

ვოლსკის თქმით, ეჭვები არსებობს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებითაც.

“მე საერთოდ არ გამოვრიცხავ არაფერს, “ნაცმოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, გავრილოვი… ვინაიდან დღეს სიტუაციას თუ გავაანალიზებთ, ის თემაც, თუნცაც გაბუნიაზე თავდასხმის ორგანიზებაზე ის ეჭვები, რაც საერთაშორისო ჟურნალისტებმა გამოთქვეს… არაფერს არ გამოვრცხავ, მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური ძალები ყველაფერზე არიან წამსვლელები, მათ შორის ტერორისტულ აქტებზე”, — განაცხადა ვოლსკიმ.

12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

თბილისში დაკავებული რუსეთის მოქალაქე გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა – “მთავარი არხი”

მასალების გადაბეჭდვის წესი