საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 824 შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 4 811 ტესტირება. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 46 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
“ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 811 კვლევა ტესტით, მათ შორის, 2 480 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 331- PCR ტესტით“, – წერია მთავრობის განცხადებაში.
მათივე თქმით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 222 პირი.
საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 209 462 შემთხვევა დადასტურდა, რომელთგან 184 668 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 140 გარდაიცვალა.
ახალი შემტხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 333
- აჭარა – 84
- იმერეთი – 111
- ქვემო ქართლი – 67
- შიდა ქართლი – 78
- გურია – 23
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 41
- კახეთი – 35
- მცხეთა-მთიანეთი – 35
- სამცხე-ჯავახეთი – 17
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 22 628, საიდანაც 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 903, აჭარაში – 747, იმერეთში – 1 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში – 526, აჭარაში – 133, იმერეთში – 236.
მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 40, იმერეთში – 63. 1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 – თბილისში, 800- აჭარაში, 123 – იმერეთში. 14 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ამბობენ მთავრობაში.
უწყების ინფორმაციითვე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 489 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 42 292.








