ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

70 დღის განმავლობაში დაკარგული 6 სომეხი ჯარისკაცი სახლებში დააბრუნეს

21 დეკემბერი, 2020 • 976
70 დღის განმავლობაში დაკარგული 6 სომეხი ჯარისკაცი სახლებში დააბრუნეს

ყარაბაღში საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ექვი სომეხი ჯარისკაცი სახლებში დააბრუნეს.

“მტრის კონტროლქვეშ აღმოჩენილ ტერიტორიებზე სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ასევე, არწახის საგანგებო სიტუაციების სამსახურის, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, სამშობლოში დაბრუნდა ექვსი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც 70 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გმირულად იბრძოდა გაურკვევლობაში”, – დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მთიანი ყარაბაღის ლიდერმა, არაიკ არუთუნიანმა.

ასევე, არუთუნიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომლის “უშუალო ძალისხმევით მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და ცხედრების დაბრუნების საკითხში”.

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული ომი 10 ნოემბერს სამმხრივი [რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი] შეთანხმებით დასრულდა. შეთანხმების შესაბამისად, აზერბაიჯანულმა მხარემ დაიკავა აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები. ასევე კონტროლი მოიპოვა სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე, მათ შორის სოთქის ოქროს საბადოს ნაწილზეც, რაც სომხური საზოგადოების ნაწილის მიერ აღქმული იქნა, როგორც სომხეთის რესპუბლიკის ოკუპაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი