ახალი ამბები

“თბილისი ცენტრალის” დირექტორის თქმით, სავარაუდოდ, ხვალ გადაწყდება მოლების გახსნის საკითხი

20 დეკემბერი, 2020 • 1032
“თბილისი ცენტრალის” დირექტორის თქმით, სავარაუდოდ, ხვალ გადაწყდება მოლების გახსნის საკითხი

სავაჭრო ცენტრების გახნის საკითხი სავარაუდოდ, ხვალ 21 დეკემბერს გახდება ცნობილი. ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში “თბილისი ცენტრალის” დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 18 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე სექტორმა დეტალურად გააცნო მინისტრს რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის დეკემბერში მუშაობა.

“ჩვენ ვთქვით რომ მზად ვართ ავიღოთ ყველანაირი პასუხისმგებლობა, რაც რიგების მართვას შეეხება. ხაზს გავუსვამ რომ მოლები ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული და დაცული ობიექტებია კოვიდინფექციასთან მიმართებაში. ჩვენ ყველა რეგულაცია ბოლომდე გვაქვს გათვალისწინებული და ეკონომიკის მინისტრს დეტალურად ავუხსენით რა მოლოდინები გვქონდა. მანაც ვფიქრობ, ძალიან კონსტრუქციულად გაიგო ეს ყველაფერი. ხვალ, 21 დეკემბერს, არის დაგეგმილი საბჭოს სხდომა, რომელზეც საბოლოოდ გადაწყდება თუ რა და როგორ გაიხსნება დეკემბრის ბოლოს. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ რომ ხვალ დღის ბოლომდე გვეცოდნება საბოლოო გადაწყვეტილება და ლოგიკური დრო გვექნება იმისთვის რომ მოვემზადოთ თუნდაც ერთკვირიანი მუშაობისთვის, რაც ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია,”-აცხადებს ყარალავილი.

საქართველოს მთავრობის მიერ 28 ნოემბერს დაწესებული ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების გამო ქვეყნის მასშტაბით დახურულია სავაჭრო მოლები, ღია და დახურული ტიპის ბაზრები. მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს აქამდე დაანონსებული გეგმის თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან დაიწყება, რომელიც 2 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. ამ პერიოდში – 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი