ახალი ამბები

20 დეკემბერი: ჩატარებული 9 812 ტესტიდან კორონავირუსის 1 731 შემთხვევა გამოვლინდა

20 დეკემბერი, 2020 • 1074
20 დეკემბერი: ჩატარებული 9 812 ტესტიდან კორონავირუსის 1 731 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ჩატარებული 9 812 ტესტიდან კორონავირუსის 1 731 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 208 638-მდე გაიზარდა. მთავრობის ინფორმაციით, 9812 კვლევიდან 4 869 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 4 943 PCR ტესტით ჩატარდა.

4 599 -ით გაიზარდა ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცვხვი და 180 441 გახდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19-ით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა და ჯამში, გარდაცვლილთა რაოდებობა 2 094-მდე გაიზარდა.

ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 255, ქვემო ქართლი – 140, შიდა ქართლი – 133, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 80, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევა არის 26 077 საიდანაც, 6 654 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი