ახალი ამბები

კორონავირუსი: 53 გარდაცვლილი და 2 904 ახალი შემთხვევა – 19 დეკემბერი

19 დეკემბერი, 2020 •
კორონავირუსი: 53 გარდაცვლილი და 2 904 ახალი შემთხვევა – 19 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 316 ადამიანი.

“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 506 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 9 318 PCR ტესტით”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის  206 907 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან  175 842 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 055 გარდაიცვალა.

თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა, აჭარა – 197, იმერეთი – 495, ქვემო ქართლი – 236, შიდა ქართლი – 158, გურია – 51, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 217, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.

მთავრობის ინფორმაციითვე ახალი 2 904 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 1 252
  • აჭარა – 197
  • იმერეთი – 495
  • ქვემო ქართლი – 236
  • შიდა ქართლი – 158
  • გურია – 51
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 217
  • კახეთი – 152
  • მცხეთა-მთიანეთი – 80
  • სამცხე-ჯავახეთი – 43
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23

უწყების ცნობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 45 341 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 412 პირი, აჭარაში – 6 554, იმერეთში – 6 201.

მასალების გადაბეჭდვის წესი