ნეტგაზეთი | სილქნეტი გიგაბიტ LTE ინტერნეტს მილიონ აბონენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს სილქნეტი გიგაბიტ LTE ინტერნეტს მილიონ აბონენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს – Netgazeti
RU | GE  
გიგაბიტ LTE უკვე მთელი საქართველოშია

სილქნეტი გიგაბიტ LTE ინტერნეტს მილიონ აბონენტს მთელი ქვეყნის მასშტაბით სთავაზობს

სილქნეტის უსწრაფესი გიგაბიტ LTE ინტერნეტით მობილური ქსელის  მილიონობით მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს. ამ ტექნოლოგიას შვიდჯერ სწრაფი სიჩქარე გააჩნია, (მისი თეორიული სიჩქარე 1000 მეგაბიტ წამამდეა), ვიდრე სტანდარტულ 4G მობილურ ინტერნეტს.

ყველგან, სადაც გიგაბიტ LTE სიგნალი ვრცელდება, მომხმარებელი შეძლებს ონლაინ რეჟიმში უყუროს HD და 4K ხარისხის ვიდეოებს მაღალი გარჩევადობით, წყვეტის გარეშე ითამაშოს უახლესი ონლაინ თამაშები და ძალიან სწრაფად ჩამოტვირთოს დიდი მოცულობის ფაილები (4K ხარისხის ფილმები და თამაშები).  4G ინტერნეტის პირობებში ფაილის ჩამოსატვირთად, საშუალოდ 1 წუთია საჭირო. უახლესი ტექნოლოგიით კი მომხმარებელი ამას 8 წამში შეძლებს.

გიგაბიტ LTE ტექნოლოგია საქართველოში მხოლოდ სილქნეტმა დანერგა და პირველად დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში 2019 წელს შესთავაზა თავის მომხმარებელს. მალევე, ქსელის განვითარება თბილისის სხვადასხვა უბნებში გაგრძელდა. დღეისათვის, გიგაბიტ LTE ტექნოლოგიით მთლიანად არის დაფარული თბილისი. დედაქალაქის შემდეგ გიგაბიტ LTE ბათუმში დაინერგა, პარალელურად კი ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა მთელ საქართველოში.

სილქნეტს ქსელის მასშტაბური მოდერნიზაცია არ შეუჩერებია პანდემიის პირობებშიც კი. როდესაც უპრეცედენტოდ, დაახლოებით 200%-მდე გაიზარდა მობილური ინტერნეტის მოხმარება, კომპანიამ შეუფერხებლად გაუძლო დატვირთვას. გიგაბიტ LTE ტექნოლოგიის უპირატესობა არა მხოლოდ უსწრაფესი მობილური ინტერნეტით უზრუნველყოფა, არამედ გაზრდილი დატვირთვის პირობებში აბონენტებისთვის ინტერნეტის უწყვეტად მიწოდების შესაძლებლობაცაა. 

დღეისათვის, სილქნეტმა წარმატებით დაასრულა ქსელის გეგმური სამუშაოები და გიგაბიტ LTE ტექნოლოგიით მთელი ქვეყანა დაფარა: აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელოზემო სვანეთი, ქართლი, კახეთი, სამცხეჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთამთიანეთიეს იმ რეგიონების ჩამონათვალია, სადაც აბონენტები უკვე სარგებლობენ უსწრაფესი მობილური ინტერნეტით.  

სილქნეტის გიგაბიტ LTE ტექნოლოგიით ყველა დიდი ქალაქი და დაბაა უზრუნველყოფილი. დასავლეთ საქართველოში: ბათუმი, გონიო, სარფი, ქედა, ქობულეთი, შუახევი, ჩაქვი, ხელვაჩაური, ხულო, ბახმარო, ოზურგეთი, ურეკი, შეკვეთილი, ზესტაფონი, სამტრედია, აბაშა, ზუგდიდი, ფოთი, ქუთაისი და აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისი, რუსთავი, მარნეული, გარდაბანი, ლაგოდეხი, სადახლო, ბოლნისი, კასპი, ხაშური, გორი, დუშეთი, მცხეთა, გუდაური, ახალციხე, ბორჯომი, ახალქალაქი, ბეშუმი, ლაგოდეხი, პატარძეული, სართიჭალა, ყვარელი, დედოფლისწყარო, საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, წინანდალი. 

სილქნეტმა გიგაბიტ LTE ტექნოლოგიის დასანერგად სამუშაოები დასავლეთის მიმართულებითჰუავეისთან“, ხოლო აღმოსავლეთ რეგიონებშიერიქსონთანთანამშრომლობით აწარმოა. მსოფლიოს გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიებთან სილქნეტი წლებია თანამშრომლობს, რათა თავის მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის მომსახურება შესთავაზოს. ამისათვის, კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს ათობით მილიონი დოლარის ინვესტირებას. მომხმარებლის კმაყოფილება სილქნეტის უმთავრესი საზრუნავია.

 სილქნეტი გეგმავს, ყველა ეს უპირატესობა გააცნოს მომხმარებელს და ტარიფის უცვლელად განახლებულ პაკეტებს სთავაზობს მომხმარებელს საგრძნობლად გაზრდილი ინტერნეტის მოცულობებით.

სილქნეტი საახალწლოდ, მთელ საქართველოში,   საჭიროებებზე მორგებულ ინტერნეტ მოცულობებს შესთავაზებს მომხმარებლებს საჩუქრად, რაც სიახლე იქნება სატელეკომუნიკაციო ბაზრისთვის. 

არსებული მობილური ინტერნეტ მოცულობები პაკეტებში ორმაგდება, რასაც ფასის უცვლელად გაიაქტიურებს მომხმარებელი:

  • 1500 მბ (750 მბ-ის ნაცვლად)  – 4 ლარი
  • 3 გბ     (1.5 გბ-ის ნაცვლად)  – 6 ლარი
  • 6 გბ     (3 გბ-ის ნაცვლად)    – 9 ლარი
  • 10 გბ   (5 გბ-ის ნაცვლად)   – 12 ლარი
  • 16 გბ   (8 გბ-ის ნაცვლად)   – 15 ლარი
  • 40 გბ   (20 გბ-ის ნაცვლად)  – 30 ლარი

 

გაორმაგებული ინტერნეტ მოცულობის პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია კომბინაციით *007#.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი