ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი დსთ-ის სხდომას მამის გარდაცვალების გამო არ ესწრება

18 დეკემბერი, 2020 • 1099
ფაშინიანი დსთ-ის სხდომას მამის გარდაცვალების გამო არ ესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ონლაინ სხდომას მამის გარდაცვალების გამო არ ესწრება.

როგორც სომხურ მედიაგამოცემა news.am-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, “ნიკოლ ფაშინიანი ესწრება საკუთარი მამის დაკრძალვას, ამიტომ ვერ მოახერხებს შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. შეხვედრას სომხური მხარის არცერთი წარმომადგენელი არ დაესწრება.”

სხდომა დღეს, 18 დეკემბერს ონლაინ რეჟიმში იმართება და მასში მონაწილეობენ დსთ-ში შემავალი სახელმწიფოების ლიდერები.

დსთ-ის სხდომაზე დაგეგმილია ახალი კორონავირუსის პანდემიის, რეგიონალური უსადრთხოების, ეკონომიკური კოოპერაციისა და სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის საკითხების განხილვა.

სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემა


ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, სომხეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო. საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება. მოქალაქეთა ნაწილი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი