ახალი ამბები

გოგი ანთელავას მოგონებები აფხაზეთზე

18 დეკემბერი, 2020 • 2257
გოგი ანთელავას მოგონებები აფხაზეთზე

“ძალიან ცუდი სიტუაცია შეიქმნა გვიან ჩასულ ამბიციურ ქართველებთან, რომლებსაც ამბიცია ჰქონდათ, რომ ეს ჩვენია, ჩვენია, ჩვენია. არავისი არ არის, მიწა ხალხისაა, მიწა მიწისაა. ეს ბევრ რამეში გამოვლინდა. აფხაზებსა და ქართველებს ცუდი ურთიერთობა არასდროს არ ჰქონიათ. კი, არაზომიერი ურთიერთობა იყო, ზომიერი რა თვალსაზრისით, აფხაზი არ შეიძლებოდა წამყვან თანამდებობაზე ყოფილიყო, თუკი ის ოფიციალურ ნომენკლატურაში არ იყო შეყვანილი”, – ასე იხსენებს აფხაზეთში კონფლიქტამდე არსებულ ბოლო პერიოდს თურქოლოგი გოგი ანთელავა.

ანთელავას მოგონებები აფხაზეთზე და იქ გატარებულ პერდიოზე “საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიამ” ჩაწერა.

“ეს ურთიერთობები ძალიან გაფუჭდა სწორედ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, მყისვე, უცებ. გამოჩნდა ჯგუფი ძლიერი ნაციონალისტების, ეს იყო შამილ ლაკობა, დომენია, უნივერსიტეტის მაშინდელი პროფესორი, ეს იყო ოტირბა ალსან, ოფიციალური ნომენკლატურის ხალხი იყვნენ, რომლებმაც პირდაპირ დაიწყეს დახურული სხდომების პროპაგანდა ანტიქართული. ბევრს მძიმე პერიოდი შეექმნა.
სოხუმის თეატრი იყო, ეს იყო ქართულ-აფხაზური თეატრი, იმიტომ, რომ აფხაზები ქართულ დასში თამაშობდნენ, ქართველები იქ, ხორავა ჩამოდიოდა და ოტელოს ქართულად თამაშობდა აფხაზების სცენაზე, სადაც სპექტაკლი აფხაზურად მიდიოდა. ეს ძაან კარგი ურთიერთობები იყო”, – ამბობს ანთელავა.

უფრო სრულად მისი მოგონებები იხილეთ ვიდეოში:

მასალების გადაბეჭდვის წესი