ახალი ამბები

“გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა” – WHO-ის რეგიონული დირექტორი თბილისშია

18 დეკემბერი, 2020 • 1031
“გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა” – WHO-ის რეგიონული დირექტორი თბილისშია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე საქართველოში ვიზიტით იმყოფება. რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში კლუგემ ეკატერინე ტიკარაძესთან გამართა შეხვედრა, რომლის შემდეგაც მედიასთან ისაუბრა ვიზიტის მიზნების შესახებ.

მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვიზიტის ფარლგებში ჯანდაცვის მუშაკებს და მთავრობის წარმოამდგენლებს შეხვდება COVID-19-ის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, ისაუბრებენ ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე:

“სამი მიზანი აქვს საქართველოში ჩემს ვიზიტს, პირველი, რომ ვიმუშაოთ ჯანდაცვის მუშაკებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან COVID-19-ის საკითხებზე. გარდა ამისა, მეორე მიზანია შევთანხმდეთ, როგორ ვიმუშავებთ ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე. მესამე მიზანია გაძლიერდეს ჯანმოს ოფისის მუშაობა საქართველოში”, – ამბობს WHO-ის წარმოამდგენელი.

მისი თქმით, საქართველო პანდემიას კარგად უძღვება. კლუგე იწონებს საქართველოში დანერგილ ინოვაციურ მიდგომებს COVID-19-ის წინააღმდეგ, როგორიცაა, ონლაინ კლინიკა, ცხელების ცენტრები და ე.წ. COVID სასტუმროები. მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში მხოლოდ ჰოსპიტალური რესურსის გამოყენება არასწორია და ფოკუსი სხვა მიმართულებებზეც უნდა გავრცელდეს:

“ინოვაციებია ონლაინ კლინიკა, ცხელების ცენტრები და კოვიდ სასტუმროები. ბევრ ევროპულ ქვეყანაში პანდემიას მხოლოდ საავადმყოფოებში ებრძვიან, მაგრამ ასე ვერ დავამარცხებთ პანდემიას, ფოკუსი უნდა გადავიტანოთ სხვა მიმართულებით. როგორც ვისაუბრეთ ქალბატონ მინისტრთან, და ნამდვილად ჩანს გვირაბის ბოლოს სინათლე, რამდენადაც ვაქცინა არსებობს COVID-19 ის წინააღმდეგ, მაგრამ ბოლომდე შედეგის მისაღებად ჯერ კიდევ დროა დარჩენილი, ამ გარდამავალ პერიოდში მნიშნევლოანია წესების დაცვა, როგორიცაა ხელების დაბანა, რესპირატორული ჰიგიენა ა.შ.” ,- ამბობს ჯანმოს რეგიონული დირექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი