ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის ФСБ-ს დირექტორი ერევანში ჩავიდა

18 დეკემბერი, 2020 • 1616
რუსეთის ФСБ-ს დირექტორი ერევანში ჩავიდა

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ-ს) დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი ერევანში ჩავიდა. ინფორმაციას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბორტნიკოვი, რომელიც „ეფესბეს“ დირექტორის პოსტს 2008 წლიდან იკავებს, ერევანში უკვე შეხვდა კოლეგას, სომხეთის უშიშროების ხელმძღვანელ არმენ აბაზიანს.

ვიზიტის დეტალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ამასთან, დეკემბრის დასაწყისში არმენ აბაზიანს, რომელმაც პოსტი 8 ნოემბერს დაიკავა, მოსკოვში ჰქონდა ვიზიტი.

რა ხდება ახლა სომხეთში?

ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ სომხეთში საპროტესტო დემონსტრაციები მიმდინარეობს. ოპოზიცია აპროტესტებს შეთანხმების დადებას. ისინი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს „სამშობლოს ღალატსა და ყარაბაღის გაყიდვაში“ სდებენ ბრალს.

16 ოპოზიციური პარტია და მათი მხარდამჭერები 22 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გეგმავენ დაუმორჩილებლობის აქციების დაწყებას ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

სომხეთში ოპოზიცია 22 დეკემბრიდან დაუმორჩილებლობის აქციების დაწყებას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი