ახალი ამბები

2000-ს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა საქართველოში

18 დეკემბერი, 2020 • 718
2000-ს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ გარდაცვლილთა ოფიციალურმა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა.

26 თებერვლიდან [პირველი ინფიცირების შემთხვევიდან] დღემდე საქართველოში Covid 19-ით 2002 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში კი – 49.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ უახლოეს 2 კვირაში გარდაცვალებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამის მიზეზი კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობაა.

ბოლო 7 დღის განმავლობაში ყოველ 100 000 მოსახლეზე დღიური საშუალო გარდაცვალებით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა. საქართველოს მსგავსი სტატისტიკა კიდევ 4 ქვეყანას აქვს.

18 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 148 მძიმე პაციენტია, რომელთაგან ხელოვნული სუნთქვის აპარატზე  427 პირი იმყოფება.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის  204 003 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან  171 526 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 002 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი