საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 244 ადამიანი.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 870 კვლევა, მათ შორის 8 011 კვლევა- ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 859- PCR ტესტით“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 204 003 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 171 526 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 002 გარდაიცვალა.
მთავრობის ინფორმაციითვე ახალი 2 635 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 1 134
- აჭარა – 230
- იმერეთი – 338
- ქვემო ქართლი – 216
- შიდა ქართლი – 169
- გურია – 66
- სამეგრელო და ზემო სვანეთი – 199
- კახეთი – 186
- მცხეთა-მთიანეთი – 46
- სამცხე-ჯავახეთი – 39
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 449, საიდანაც 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 867, აჭარაში – 798, იმერეთში – 1 350. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 148 პირი, მათ შორის, თბილისში – 523, აჭარაში – 134, იმერეთში – 269. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 43, იმერეთში – 53.
2 183 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 775 – თბილისში, 1 062 – აჭარაში, 124 – იმერეთში. 21 586 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში.
უწყების თქმითვე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 468 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 45 818.
