ახალი ამბები

“ვივამედის” დაცვის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე 2 პირი დააკავეს

17 დეკემბერი, 2020 • 1536
“ვივამედის” დაცვის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე 2 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, კლინიკა “ვივამედის” დაცვის თანამშრომლის დაჭრის საქმეზე წარსულში ნასამართლები ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1977 წელს დაბადებულ ზ.გ-ს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, 1995 წელს დაბადებული შ.ბ-ს კი – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კლინიკა “ვივამედის“ უსაფრთხოების თანამშრომელს – 1995 წელს დაბადებულ ბ.ჭ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც ბრალდებულმა ზ.გ-მ უსაფრთხოების თანამშრომელს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„ვივამედის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებმა დაცვის თანამშრომელი მაშინ დაჭრეს, როდესაც ამ უკანასკნელმა მათ შინაგანაწესის დაცვისკენ მოუწოდა. დაზარალებულს ოპერაცია ამავე კლინიკაში ჩაუტარდა.

„ვივამედში“ გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

მასალების გადაბეჭდვის წესი