ახალი ამბები

„ვივამედში“ გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

17 დეკემბერი, 2020 • 855
„ვივამედში“ გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებმა დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს კლინიკაში დაუდასტურეს.

კლინიკა ამბობს, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დაცვის თანამშრომელმა ოჯახის წევრებს შინაგანაწესის დაცვისკენ მოუწოდა. მას მრავლობითი დაზიანება აღენიშნება,„სავარაუდოდ, ცივი იარაღით“.

დაზარალებულს ოპერაცია ამავე კლინიკაში ჩაუტარდა.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი