ახალი ამბები

პირმა ტრამპის ტვიტერის ანგარიშზე პაროლის გამოცნობით შეაღწია

17 დეკემბერი, 2020 • 1698
პირმა ტრამპის ტვიტერის ანგარიშზე პაროლის გამოცნობით შეაღწია

ნიდერლანდების პროკურატურა აცხადებს, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტერის ანგარიშზე პაროლის გამოცნობის გზით შეაღწიეს. როგორც Vox წერს, პრეზიდენტს ტვიტერის ანგარიშზე  maga2020 (სავარაუდოდ, სლოგანის, Make America Great Again-ის აბრევიატურა) ჰქონდა დაყენებული და არც ორსაფეხურიანი დაცვა ჰქონია გააქტიურებული.

ინფორმაცია ტრამპის ანგარიშზე შეღწევის შესახებ თავდაპირველად ნიდერლანდურ მედიაში ოქტომბერში გავრცელდა. ადგილობრიივ გამოცემები აცხადებდნენ, რომ ჰაკერმა პრეზიდენტის ანგარიშის კოდური სიტყვა გამოიცნო და მასში ამ გზით შეაღწია.

მიუხედავად თეთრი სახლისა და ტვიტერის განცხადებებისა, რომ დაჰაკვის ამსახველი მტკიცებულებები არ არსებობდა, Vox-ის თქმით, ნიდერლანდების პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს 44 წლის ვიქტორ გევერსმა ჩაიდინა.

უწყების ცნობით, გევერსის ქმედებები ეთიკურობის ფარგლებში ჯდება, ვინაიდან მას დანაშაულებრივი განზრახვა არ ჰქონია. პროკურატურის თქმით, გევერსი მნიშვნელოვანი პერსონების ანგარიშებს ამოწმებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, თუ რამდენად კარგად იყო ისინი დაცული კიბერთავდასხმებისგან. Vox წერს, რომ გევერსმა პრობლემა იმაზე ადრე აღმოაჩინა, ვიდრე სხვებმა და მას ამის გამო სასჯელი არ დაეკისრება. გევერსმა პოლიციას თვითონ მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი