ახალი ამბები

ჯაფარიძემ დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე პარლამენტში განცხადება შეიტანა

17 დეკემბერი, 2020 • 1332
ჯაფარიძემ დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე პარლამენტში განცხადება შეიტანა

პოლიტიკური პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ პარლამენტში სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე განცხადება შეიტანა.

“ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პრაქტიკულად დაწერა, ანუ ჩახსნეს სიები და, საბოლოო ჯამში, პროცედურულად გააფორმეს ბოიკოტის რეჟიმი. ვინც იყო ინდივიდუალურად გამსვლელ სიაში, ყველამ დაწერა განცხდება. მეც იგივე რეჟიმში ვარ, ამიტომ გავაკეთე იგივე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ განცხადების გასაკეთებლად პარტიისგან დამოუკიდებლად მივიდა, პარტიის დანარჩენი წევრების შესახებ კი განმარტა, რომ ისინი გადაწყვეტილებას ცალკე მიიღებენ:

“გირჩი არ იყო, მე დღეს მარტო ვარ, ისინი ცალკე არიან. პარტიის ფორმალური თავმჯდომარე არის იაგო ხვიჩია. მე რაც მოვისმინე მათი საერთო განცხადებები, მათი დამოკიდებულება არის ის, რომ თუ არსებობს პატარა შანსი მაინც იმისა, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა შევიდეს, ანუ 113 დეპუტატი, ისინი იტოვებენ ამ შანსს [პარლამენტში შესვლის] და ალბათ იარსებებს ორი თვის განმავლობაში, ან უსასრულოდ”, – განმარტა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, “გირჩმა” პარლამენტის გარეთ მუშაობით მიაღწია “კონკრეტულ შედეგებს”. ასევე, ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნები გაყალბებულია და პარლამენტში შესვლით ამ გაყალბების ლეგიტიმაცია მოხდება, რის შედეგადაც პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება “მაინც შეუძლებელია და თავის მოტყუებაა”.

მეგრელიშვილის თქმით, “გირჩის” პარლამენტში შესვლა დამოკიდებულია ენმ-ზე

მასალების გადაბეჭდვის წესი