ახალი ამბები

31 გარდაცვლილი და 2981 ახალი შემთხვევა – 17 დეკემბერი

17 დეკემბერი, 2020 • 990
31 გარდაცვლილი და 2981 ახალი შემთხვევა – 17 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2981 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი. ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა იუწყება.

მთავრობის მიერ შექმნილი საიტის, stopcov.ge-ს მონაცემებით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2001 ადამიანი.

ეს პირველი შემთხვევაა რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც დღიურად გამოვლენილი შემთხვევათა რაოდენობა 3000-ზე ნაკლებია.

„პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, 17 ათასზე მეტი ტესტის პირობებში, ინფიცირების 3 000-ზე ნაკლები შემთხვევა გვაქვს. ეს გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას“ ,- თქვა გახარიამ დღეს გამართულ სხდომაზე.

საქართეველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 201 368 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 169 282 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1953 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი