ახალი ამბები

გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

16 დეკემბერი, 2020 • 1518
გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის მამა კორონავირუსით ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, 73 წლის გუტა ვაშაძე ამ დილით გარდაიცვალა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

განახლება: მოგვიანებით პარტიის პრესსამსახურმა დააზუსტა მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ გუტა ვაშაძე დაახლოებით ერთი თვის წინ დაინფიცირდა კორონავირუსით და სისტემატიურად მკურნალობდა, თუმცა ვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ვირუსმა თანმხლები დაავადებები დაუტოვა, როგორიც არის გულისა და ჟანგბადის უკმარისობა. პრესსამსახურის ცნობითვე, ამ თანმხლები დაავადებების გამო ის კლინიკაში მკურნალობას აგრძელებდა. აქედან გამომდინარე, პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ის უშუალოდ კორონავირუსით არ გარდაცვლილა, არამედ ამ ვირუსით გამწვავებული თანმხლები დაავადებების შედეგად.

მასალების გადაბეჭდვის წესი