ახალი ამბებიკინო

ივანიშვილის ხეებზე სალომე ჯაშის ახალ ფილმს სანდენსის კინოფესტივალზე აჩვენებენ

16 დეკემბერი, 2020 • 6132
ივანიშვილის ხეებზე სალომე ჯაშის ახალ ფილმს სანდენსის კინოფესტივალზე აჩვენებენ

სალომე ჯაშის ახალი ფილმის, Taming the Garden (“მოთვინიერება”) პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგება. სურათი კინოფესტივალის საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში 10 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა და დოკუმენტური კინოს კატეგორიაში იბრძოლებს.

ფესტივალი ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 იანვრიდან 3 თებერვლის პერიოდში ჩატარდება და ჩვენებები ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

ფილმი Taming the Garden შვეიცარულ-გერმანული-ქართული კოპროდუქციაა.

როგორც კინოსურათის სინოფსისში ვკითხულობთ, ფილმი ოდაა, რომელიც ადამიანსა და ბუნებას შორის მეტოქეობას ეძღვნება. დოკუმენტური ფილმი თანამედროვე ქართული საზოგადოების საჭიროებებსა და ღირებულებებთან კონტრასტში ყვება ისტორიას გავლენიან კაცზე, რომელიც ასწლოვან ხეებს ყიდულობს, რომელთა სიმაღლე 15-სართულიან შენობასაც აჭარბებს და საკუთარ კერძო ბაღში ეზიდება. კინოსურათი ასევე ფოკუსირდება იძულებით მიგრაციის თემაზე, სადაც “ამოძირკვა” მეტაფორაზე მეტია.

We are more than happy to announce that we are premiering TAMING THE GARDEN by Salomé Jashi at @sundanceorg’s 2021…

Posted by Taming the Garden on Tuesday, 15 December 2020

მასალების გადაბეჭდვის წესი