ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 487 შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 198 387-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან კიდევ 2 495 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში, 167 281 პაციენტი. 

ქვეყანაში Covid-19-ით კიდევ 39 ადამიანი დაიღუპა, შედეგად, კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან დღემდე საქართველოში ვირუსით გარდაცვალების 922 შემთხვევა დაფიქსირდა. მთავროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 17 943 ტექსტი ჩატარდა, მათ შორის, 10 477 ანტიგენის სწრაფი ტესტი, ხოლო 7 466- PCR ტესტი იყო.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარა – 280, იმერეთი – 533, ქვემო ქართლი – 254, შიდა ქართლი – 283, გურია – 66, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 269, კახეთი – 153, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

16 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში კორონავირუსი 29 158 აქტიური შემთხვევაა, მათგან 6 721 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.