ახალი ამბები

კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევისთვის 863 პირი დააჯარიმეს

15 დეკემბერი, 2020 • 1055
კორონავირუსის პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევისთვის 863 პირი დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბოლო 24 საათში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევისთვის 863 პირი დააჯარიმა. მათ შორის 79 – იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის მუხლით, 784 პირი კი, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის.

სამინისტროს ცნობით, დაჯარიმებულებს შორის არიან ადამიანები, ვინც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა განსაზღვრულია 20 ლარის ოდენობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის კი ფიზიკური პირები 2 000, ხოლო იურიდიული პირები 10 000 ლარით ჯარიმდებიან. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი