ახალი ამბები

გამოვლინდა COVID-19-ის 3 837 ახალი შემთხვევა, 44 პაციენტი გარდაიცვალა – 15 დეკემბერი

15 დეკემბერი, 2020 • 1293
გამოვლინდა COVID-19-ის 3 837 ახალი შემთხვევა, 44  პაციენტი გარდაიცვალა  – 15 დეკემბერი

15 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში უკანასკნელ 24 საათში COVID-19-ის 3 837ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 194 900 შეადგინა.

მთავრობის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 20 176 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 12 532 კვლევა -ანტიგენის სწრაფი ტესტით, 7 644 კი – PCR  ტესტით.

მთავრობის განცხადებით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 105 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 164 786 გახდა.

ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 1 883 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 461 შემთხვევა,
აჭარა – 263,
იმერეთი – 646,
ქვემო ქართლი – 245,
შიდა ქართლი – 262,
გურია – 100,
სამეგრელო და ზემო სვანეთი – 404,
კახეთი – 254,
მცხეთა-მთიანეთი – 90,
სამცხე-ჯავახეთი – 86,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26.

მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 205, საიდანაც, 6 710 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:

თბილისის საავადმყოფოებში – 2 890,
აჭარაში – 819,
იმერეთში – 1 364.

მთავრობის საკოორდინაციო საბშოს თქმით, ამ ეტაპზე მძიმეა 1 146 პაციენტის მდგომარეობა, რომელთაგან, თბილისში – 527, აჭარაში – 146, იმერეთში – 236 პაციენტი მკურნალობს.

მათივე ინფორმაციით, მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 438 პირი, მათგან თბილისში – 216, აჭარაში – 47, იმერეთში – 60.

მასალების გადაბეჭდვის წესი