ახალი ამბები

ჩემი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ — ნიჟარაძე ISFED-ის ხარვეზზე

14 დეკემბერი, 2020 •
ჩემი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ — ნიჟარაძე ISFED-ის ხარვეზზე

“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ პარალელურ დათვლაში აღმოჩენილი ხარვეზის გამო პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ორგანიზაციამ მაქსიმალურის გაკეთება შეძლო იმისათვის, რომ მაღალი სტანდარტი დაეცვა.

“ამ შემთხვევაში, ჩემი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ იმიტომ, რომ ამ სიტუაციაში მაქსიმალური გავაკეთეთ და მე რაც მევალებოდა, როგორც დირექტორს, რომ ჩაგვეტარებინა, პირველ რიგში, სწორად არჩევნები და მგონია, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ და ამას ორგანიზაციამ ძალიან მაღალ დონეზე გაართვა თავი. გამოვავლინეთ კითხვის ნიშნები, ჩავატარეთ აუდიტი, დავადგინეთ, რომ ხარვეზი გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ეს საზოგადოებისთვის გაგვეცნო”, — განაცხადა ნიჟარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი