დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებლი 20%-მდე ჩამოვიდა. საუბარია გამოვლენილი ინფიცირების მაჩვენებელის შეფარდებას გატესტილთა საერთო რაოდენობასთან.
გამყრელიძის თქმით, გამოჩნდა გარკვეული ტენდენცია, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს და აღნიშნავს, რომ ეს გაზრდილი ტესტირების და შემზღუდავი ღონისძიებების შედეგია, თუმცა, მისი თქმით, ამ ეტაპზე დამშვიდების საფუძველი ეს მონაცემი არ შეიძლება იყოს:
“ქვეყანაში ბოლო ერთი კვირს განმავლობაში ადგილი აქვს გარკვეულ ტენდენციას, შეჩერდა ზრდის მაჩვენებელი და გვაქვს პიველი ნიშნები ოდნავ შემცირების, მაგრამ ეს არავითარ დამშვიდების საფუძველს არ იძლევა იმიტომ, რომ ამ კვირაში შეიძლება კიდევ გვქონდეს დღვანდელთან შედარებით ინფიცირების ზრდა, მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს არ იქნება ზრდა, რომელმაც უნდა გადააჭარბოს წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს.
ანუ, გარკვეული პოზიტიური ტრენდი გამოჩნდა, რომელიც განპირობებულია ამ რამდენიემ ფაქტორით, რომელიც ჩამოვთვალე, მაგრამ ეს არ უნდა გვაძლევდეს დამშვიდების საფუძველს. პანმდემია ბობოქრობს მთელ მსოფლიოში და არავითარი თვითდამშვიდების საფუძველი არ გაქვს. უნდა იქნეს დაცული ყველა შემზღუდველი ღონისძიება, თუ გვინდა, ეს ზამთარი შედარებით ნაკლები ინფიცირებით გავიაროთ და შევამციროთ ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელი”, – ამბობს გამყრელიძე.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ჩატარდა 6 554 ტესტი, გამოვლინდა 1 337 შემთხვევა.
უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გარდააიცვალა 49 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 498.
რაც შეეხება ტესტირებებს, ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში ჩატარდა 6 554 ტესტი, მათ შორის, 3 064 ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 PCR ტესტით.
26 თებევრლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 191 063 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 161 681 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 1 839.
