საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ჩატარდა 6 554 ტესტი, გამოვლინდა 1 337 შემთხვევა.
უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გარდააიცვალა 49 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 498.
რაც შეეხება ტესტირებებს, ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათში ჩატარდა 6 554 ტესტი, მათ შორის, 3 064 ანტიგენის სწრაფი ტესტით და 3 490 PCR ტესტით.
26 თებევრლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 191 063 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 161 681 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 1 839.
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით განაწილებას, 1 337 შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ თბილისში დადასტურდა. მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 571
- აჭარა – 212
- იმერეთი – 147
- ქვემო ქართლი – 168
- შიდა ქართლი – 48
- გურია – 16
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 74
- კახეთი – 41
- მცხეთა-მთიანეთი – 41
- სამცხე-ჯავახეთი – 18
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 517, საიდანაც 6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 977, აჭარაში-866, იმერეთში-1 419. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 087 პირი, მათ შორის, თბილისში-518, აჭარაში-150, იმერეთში-239.
მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 465 პირი, მათგან თბილისში-222, აჭარაში-82, იმერეთში-52. 2 886 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 951 -თბილისში, 1 332-აჭარაში, 288-იმერეთში. 17 719 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ამბობს მთავრობა.
ამასთანავე, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 986 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 48 685.
